Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დამსაქმებელთა ასოციაციის გამოწვევები

BM.GE
27.10.22 12:18
135
ე.წ ტაბელების წარმოების რეგულაცია მისი ამოქმედებიდან წელიწადნახევრის შემდეგ შესაძლოა ისევ შეიცვალოს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილებებზე მუშაობის პროცესში დაინტერესებული ბიზნეს ასოციაციებიც არიან ჩართული, თუმცა, რა სახის ცვლილებებია მოსალოდნელი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. 

გასული წლის 1 მარტიდან ამოქმედებული რეგულაცია კომპანიებს ავალდებულებს, მოახდინონ თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად რაც რიგი კომპანიებისთვის დღემდე პრობლემად რჩება. ტაბელი, როგორც ხარვეზი შრომის კანონმდებლობაში იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ინვესტორთა საბჭოზე პრობლემებს შორის დაასახელა. ამაზე იყო საუბარი ასევე დამსაქმებელთა ასოციაციასა და შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრაზეც. 

რა პრობლემებს ქმნის პრაქტიკაში ტაბელების წარმოება და რა შეიძლება შეიცვალოს მოქმედ ნორმაში ამ და სხვა დამსაქმებლებისთვის? 

სტუმარი: ნიკოლოზ აბუთიძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;


Subscribe to our news

Get the main news of the day