Home
Category
TV Live Menu

დამწვარ ბაზრობაზე რამდენიმე ობიექტი GPI პოლდინგის დაზღვეული იყო

5a9500e6e7691
მეგი კავთუაშვილი
27.02.18 10:53
826
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარ ბაზრობაზე რამდენიმე ობიექტი სადაზღვევო კომპანია GPI პოლდინგის დაზღვეული იყო. როგორც აღნიშნული კომპანიის დირექტორმა პაატა ლომაძემ „საქმიან დილაში“ საუბრისას აღნიშნა, მათ უკვე მიმართეს დაზღვეულებმა და დაადასტურეს რომ ზარალი მიადგათ. პაატა ლომაძის ცნობით, დაზღვეული ობიექტების დათვალიერება და ზარალის შეფასება მოგვიანებით მოხდება.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დირექტორის განმარტებით, ბოლო დროს ბაზრობებზე გახშირებული ხანძრის შემთხვევების მიუხედავად, დაზღვევაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

„საქართველოში მოქმედ არც ერთ სადაზღვავო კომპანიას იმის კაპიტალი არ გააჩნია, რომ თავის თავზე აიღოს ამ მასშტაბის ზარალი. ამაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ევროპული ან ამერიკული, ძალიან მაღალრეიტინგული გადამზღვევი კომპანიები. ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა, დაგვერწმუნებინა ისინი, რომ ეს ობიექტები დაზღვევადია. ეს ობიექტები არის რეალურად ძალიან მაღალი რისკის შემცველი, სამწუხაროდ ამას ვერ აცნობიერებენ ის ადამიანები, ვინც ამ ობიექტებს ან ფლობენ, ან შრომობენ იქ. ზუსტად ამ მიზნით სახელმწიფომ გადადგა ძალიან თამამი ნაბიჯი, სადაზღვევო ინდუსტრიასთან შეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ზღვარზე. ეს არ არის სასიამოვნო სადაზღვევო პროდუქტი, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რისკის შემცველია. და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბევრად მეტი თანხის გადახდა მოგვიწევს როგორც სადაზღვევო კომპანიას, ვიდრე აქედან მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს„ - განაცხადა პაატა ლომაძემ „საქმიან დილაში“.

Subscribe to our news

Get the main news of the day