Home
Category
TV Live Menu

დამწვარი სავაჭრო ცენტრი ვის ეკუთვნის ქალაქის გული

BM.GE
27.02.18 17:19
1380
თბილისში კიდევ ერთი ბაზრობა დაიწვა. ხანძარმა, რომელიც დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე გაჩნდა, 3000 კვადრატული მეტრი მოიცვა. ადგილზე 35 სახანძრო მანქანა მუშაობდა. სავაჭრო ცენტრი სახელწოდებით “ქალაქის გული” ცაბაძის ქუჩაზე, N8-ში მდებარეობს. აქ ხორციელდება როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობა. მოცემულ ობიექტში განთავსებულ მაღაზიებსა, თუ დახლებზე იყიდება სურსათი, თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ტანსაცმელი და სხვა პროდუქცია.

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის მფლობელებს - “ქალაქის გულის” 45 პროცენტს ნიდერლანდებში რეგისტრირებული “მორ ფანდ ჰოლდინგ ბი.ვი.” ფლობს, 44.57 პროცენტს საქართველოში რეგისტრირებული “თერგი I”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი, თავის მხრივ ჯემალ ქადაგიშვილია, 5,43 პროცენტი ეკუთვნის შპს “კორპორაცია კოლხას”, დარჩენილი 5 პროცენტი კი – ისრაელის მოქალაქე არიე გოლდსტეინს. სავაჭრო ცენტრს სულ ექვსი დირექტორი ჰყავს, მათგან სამი ისრაელის მოქალაქეა, სამი კი – საქართველოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day