Home
Category
TV Live Menu

დანიამ საკუთარი ელექტროენერგიის მოთხოვნის 144% ქარის ენერგიიდან მიიღო

57b1908a2ac8d
BM.GE
15.08.16 13:51
1092
დანიამ ერთ კვირაში ქარის ენერგიისგან იმდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რომ საკუთარ მოთხოვნას გადააჭარბა და ელექტროენერგია სამ მეზობელ ქვეყანას მისცა. ქარის სადგურმა დღიური მოთხოვნის 144%-ის გენერირება მოახერხა. 

დანია ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტს გერმანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ახდენს. ელექტროენერგიის 80% გერმანიას და შვედეთს მიეწოდათ, რომლებიც ისეთ ჰიდროელექტრო სისტემებს ფლობენ, რომლებსაც მარაგების შენახვის ტექნოლოგია აქვთ. შედეგად ქვეყნებს ჭარბი ელექტროენერგიის გამოყენება სეზონურად მაშინ შეუძლიათ როდესაც მოთხოვნა ელექტროენერგიაზე დიდია.

ევროპის ქარის ენერგიის ასოციაციის მონაცემებით, მაშინ როდესაც დანიამ ელექტროენერგიის 140%-ზე მეტი გამოიმუშავა, სადგურის სისტემები 100%-იანი დატვირთვით არ მუშაობდა. დანია 2020 წლისთვის საკუთარი მოთხოვნის 50%-ის დაკმაყოფილებას სრულად ქარის ენერგიით გეგმავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day