Home
Category
TV Live Menu

დანიას მსოფლიოში პირველი ციფრული ელჩი ეყოლება

58918b2b89b48
მარიამ ადამია
01.02.17 11:12
1032
დანიის საგარეო საქმეთა მინიტრმა ანდერს სამუელსენმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, დანია, მსოფლიოში პირველ ციფრულ ელჩს დანიშნავს, რომელიც იმუშავებს ისეთ წამყვან და მსხვილ კომპანიებთან, როგორებიც არის მაგალითად Apple, Google და Microsoft.

"ჩვენ უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ", - განაცხადა მინისტრმა, რომლის თანახმადაც დანია გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ეყოლება პერსონალური დიპლომატი ტექნოლოგიურ კომპანიებთან ურთიერთობისთვის.

როგორც გამოცემა foreignpolicy-ი იუწყება, ციფრული ელჩის მოვალეობა იქნება პერმანენტული ურთიერთობების წარმოება ისეთ კომპანიებთან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ციფრულ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, და რომელებიც მთელს მსოფლიოში გავლენას ახდენენ ადამიანების თანამედროვე ცხოვრებასა და შრომით ბაზარზე.

"ეს კომპანიები ფაქტობრივად ახალ ერებს ქმნიან და ჩვენი მიზანია, რომ ეს ყველაფერი რეგულირებაში მოვაქციოთ“ - აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თანაც თუკი გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს ტოპ კომპანიები გაცილებით მეტს გამოიმუშავებენ და გაცილებით მეტი აქვთ წლიური ბრუნვა ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტია, ლოგიკას მოკლებული არ არის ის ფაქტი, რომ ციფრული ელჩი არსებობას საჭიროებს.

გარდა ამისა, ეს კარგი საშუალებაა, ციფრული ბიზნესის ლობირების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით დანიაში უკვე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. მაგალითად, FACEBOOK-ი და Apple-ი იქ ასი მილიონი დოლარის ინვესტირებასა და "დატა ცენტრის" მშენებლობას გეგმავს. რაც შეეხება ციფრულ ელჩს, მისი დანიშვნის თარიღი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი პირები აანონსებენ, მას, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day