სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ახალი პროექტის "სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზრებზე წვდომა და მოქნილობა“ (AMMAR) ფარგლებში უახლოეს მომავალში თბილისში პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც დანიიდან და IFAD -ის სათო ოფისიდან წარმომადგენლები დაესწრებიან. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, სწორედ ამ პერზენტაციაზე გახდება ცნობილი რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ ახალგაზრდა ფერმერებს საგრანტო პროგრამაში ჩასართავად.
შეგახსენებთ, რომ დანიურმა ფონდმა "დანიდამ" საქართველოში აგრარულ სფეროში ახალგაზრდების წასახალისებლად 5 მილიონ დოლარამდე გრანტი გამოყო.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის გამოიყოფა მცირე და საშუალო მოცულობის გრანტები 15 ათასიდან 100 ათას დოლარამდე, რაც დამატებით სტიმულს შექმნის აგრობიზნესის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ სფეროთი დაინტერესების მიზნით.