Home
Category
TV Live Menu

დანიურმა ფონდმა "დანიდამ" ახალგაზრდა ქართველი ფერმერებისთვის 5 მილიონ დოლარამდე გრანტი გამოყო

58403d29669fe
BM.GE
01.12.16 19:03
1396
დანიურმა ფონდმა "დანიდამ" საქართველოში აგრარულ სფეროში ახალგაზრდების წასახალისებლად 5 მილიონ დოლარამდე გრანტი გამოყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ "ბიზნესკონტრაქტისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, საგრანტო პროგრამა IFAD-ის პროექტთან ერთად განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის გამოიყოფა მცირე და საშუალო მოცულობის გრანტები 15 ათასიდან 100 ათას დოლარამდე, რაც დამატებით სტიმულს შექმნის აგრობიზნესის განვითარებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ აფეროთი დაინტერესების მიზნით.

Subscribe to our news

Get the main news of the day