Home
Category
TV Live Menu

Danone-ი რუსეთში ქარხნებს ხურავს

567f89e9bdf33
BM.GE
27.12.15 10:46
1280
რძის უმსხვილესი მწარმოებელი Danone ნელ-ნელა ტოვებს რუსეთის ბაზარს. კომპანია რუსეთის ტერიტორიაზე 20 ქარხანას ფლობდა რომლებიც სხვადასხვა ბრენდების პროდუქციას აწარმოებდა: Danone, "Activia", Actimel "Rastishka", "danissimo", "Buttermilk", "ბიო ბალანსი", "Smeshariki". კომპანიაში დაახლოებით 14 000 თანამშრომელია დასაქმებული.
 
კომპანია Danone-ი რუსეთის ბაზარზე ორ ქარხანას ხურავს და ირწმუნება, რომ ქარხნის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი კომპენსაციით უზრუნველყოფს. ფრანგული ჯგუფი გადაწყვეტილებას ქარხნების ტექნოლოგიური გაუმართავობით და გაყიდვების შემცირებული რაოდენობით ხსნის. მათივე თქმით, პროდუქტის სტანდარტებისა და ხარისხისთვის ინვესტირების განახლება პრაქტიკულად შეუძლებელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day