გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2021 წლისა და 2022 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა კომიტეტის საქმიანობის შესახებ ისაუბრა, რომელიც საანგარიშო პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე საპასუხო/წინმსწრები საკანონმდებლო უზრუნველყოფის ჩამოყალიბებას, რეფორმების ინიცირებასა და მხარდაჭერას, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხებოდა. როგორც bm.ge-ს პარლამენტიდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყების ანგარიშების განხილვით, თემატური მოკვლევებით, საკანონმდებლო ინიციატივებითა და მნიშვნელოვანი კანონპროექტების მიღებით.
სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - "დემოკრატიის ინდექსი-საქართველო"-ს ხელმძღვანელი;