დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეკრება, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების შესახებ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ რომან კაკულია დაასახელა, პირველი მოადგილედ - გიორგი ბეგაძე, მოადგილედ კი - რევაზ არველაძე .