Home
Category
TV Live Menu

დარღვევები მთის კურორტების კომპანიაში - აუდიტის დასკვნა

BM.GE
30.04.21 15:42
432
გუშინ საღამოს სახელმწიფო აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდა. რამდენიმე დარღვევა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთის კურორტების განვითარების კომპანიის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის შედეგად გამოავლინა - უნებართვო მშენებლობებზე დახარჯულია 159 მილიონი ლარი; კომპანიის დირექტორმა ანაზღაურება უკანონოდ გაიზარდა და მეტობით 109 ათასი ლარი აიღო. კომპანიამ საკუთარ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს 133 ათასი ლარის აბონემენტები უფასოდ გადასცა.


უნდა ვთქვათ, რომ აუდიტი საკმაოდ კომპლექსურია: შესწავლილია კომპანიის სამოქმედო გეგმა და ბიზნესგეგმები, შემოსავლების ფორმირება, ქონების მართვის პროცესი, სალარო ოპერაციები, საწვავის განკარგვა, პროექტების/პროგრამების შესრულების მდგომარეობა. ასევე კომპანიის პარტნიორის უფლებამოსილების განხორციელების პროცესი.

რა გამოავლინა შესაბამისობის აუდიტმა ამ სახელმწიფო კომპანიასთან და მის მართვასა თუ ზედამხედველობასთან დაკავშირებით. ვინ იგულისხმება კომპანიის პარტნიორად და რამდენად ხარისხიანად ახორციელებს ის თავის უფლებამოსილებას?


Subscribe to our news

Get the main news of the day