დარღვევით დამონტაჟებული გამაცხელებლებისა და გაუმართავი მილების გამო 10 ადამიანია გარდაცვლილი
"ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის სტატისტიკით ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალ გამაცხელებლებისა და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები, რამაც გამოიწვია საკვამლე მილების დაგმანვა და ნამწვი აირის - CO-ს საცხოვრებელ ფართებში დაგროვება, სავარაუდოდ, რის შედეგადაც გარდაიცვალა 6 ადამიანი.