ბოლო პერიოდში საქართველოში დამსაქმებლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სამუშაო ძალასთან არის დაკავშირებული. უკვე თვეებია კერძო სექტორი აქტიურად საუბრობს, რომ კვალიფიციური მუშახელის პოვნას ვერ ახერხებს. ტენდენციას რამდენიმე მიზეზი აქვს და მხოლოდ მსოფლიო პანდემიიდან არ გამომდინარეობს, თუმცა, თითქმის 3 წლიანმა ჩაკეტილობამ არსებული პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა.
ბიზნესფედერაციაში “ქალები მომავლისთვის” 90-მდე წევრი და 60-მდე კომპანიაა გაერთიანებული, რომელთა დიდმა ნაწილმა კადრის პოვნა ვერცერთი მიმართულებით შეძლო, დაწყებული ლოჯისტიკის სპეციალისტიდან, დასრულებული სამედიცინო თუ სხვა ტიპის მომსახურე პერსონალით.
“ქალები მომავლისთვის”, როგორც ბიზნესასოციაცია მზადაა, ჩაერთოს პროცესში, მიაწოდოს შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია, თუ რა ტიპის, რა მიმართულების კადრებია საჭირო დღეს კერძო სექტორისთვის და რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?
სტუმარი: ქეთი ქვარცხავა - ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის", სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.