დასაქმების ფორუმი - თბილისის აეროპორტში ათეულობით პირი დასაქმდება
BM.GE
24.02.23 18:22
• 107
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღია კარის დღეზე მისულ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სრული ინფორმაცია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებულ ვაკანსიებზე და პირადად გასაუბრებოდნენ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელებს. ფორუმის დასრულების შემდეგ შეირჩევა რამდენიმე ათეული კანდიდატი, რომლებიც უახლოეს პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმდებიან. შეგახსენებთ, რომ ტავ ჯორჯია საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ის მისი ოპერირების ქვეშ მყოფ აეროპორტებში ჯამში 1500-მდე თანამშრომელს ასაქმებს.