Home
Category
TV Live Menu

დასავლეთ საქართველოში, შესაძლოა წითელი მარმარილოს გადამამუშავებელი ქარხანა აშენდეს

5694ed3c26d07
BM.GE
12.01.16 16:05
1625
საპარტნიორო ფონდი წითელი მარმარილოს გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროექტს განიხილავს. ფონდის დირექტორის მოადგილეს, ნათია თურნავას თქმით, ქარხანა დასავლეთ საქართველოში აშენდება, სადაც ადგილზე მოპოვებული ნედლეული გადამუშავდება. მოსაპირკეთებელი მასალა კი როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე ექსპორტზე იქნება გათვლილი.
 
"ჩვენი ადგილბრივი მასალა არ არის იმ დონემდე განვითარებული, როგორიც საქართველოს რესურსი და პოტენციალია. ამ პროექტების რიცხვს მიეკუთვნება წითელი მარმარილოს წარმოება. პროექტზე ადგილობრივ პარტნიორთან ერთად ვმუშაობთ. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან კონკურენტული პროექტი იქნება, ჩვენ საქართველოში გვაქვს ისეთი იშვიათი ტიპის და შეფერილობის მარმარილო, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა", - განაცხადა ნათია თურნავამ "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში.

Subscribe to our news

Get the main news of the day