Home
Category
TV Live Menu

დასუფთავების ინსპექტორები თბილისში 3 აპილიდან გამოჩნდებიან - კანოდამრღვევები საშუალოდ 80 ლარით დაჯარიმდებიან

58d24d9463b37
სალომე მეცხვარიშვილი
23.03.17 14:30
1171
დასუფთავების ინსპექტორები თბილისში 3 აპილიდან გამოჩნდებიან,- ამის შესახებ "საქმის კურსს" "თბილსერვის ჯგუფში" განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფის“ ქვეითი ინსპექტორები მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში ივლიან და მოქალაქეებს გააკონტროლებენ. პირველ ეტაპზე ქალაქში სულ 10 ორ-ორკაციანი ჯგუფი გამოჩნდება.

დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დასუფთავების ინსპექტორები მოქალაქეებს დააჯარიმებენ. 2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრის შემთხვევაში სანქცია 80 ლარია, 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენის დაყრის შემთხვევაში კი - 150 ლარი.

დასუფთავების ინსპექტორები სპეციალური ეკიპირებით იქნებიან აღჭურვილი, მათ შორის სამხრე კამერებით, რომელზეც ნებისმიერი კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია იქნება აღბეჭდილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day