Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დაუსრულებელი ბინები 2021 წლიდან განსხვავებულად დაიბეგრება

BM.GE
19.11.20 11:52
577
დაუსრულებელი ბინების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი 2021 წლიდან კოდექსით დარეგულირდება და განსხვავებულად დაიბეგრება. ცვლილებების მიხედვით, მომავალი წლის იანვრიდან კოდექსით დარეგულირდება ისეთი ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხი, რომლის დროსაც დეველოპერული კომპანია დაუსრულებელ ბინებზე საკუთრების უფლებას მყიდველის სახელზე არეგისტრირებს საჯარო რეესტრში, ბინის მშენებლობას კი რეგისტრაციის შემდგომ ასრულებს. არსებული რეგულაცია დაუსრულებელი ბინების მიწოდებასთან დაკავშირებით, 2015 წლამდე, მრავალმხრივი მიდგომები არსებობდა, რადგან არც კოდექსითა და არც რაიმე სხვა დოკუმენტით არ რეგულირდებოდა დეველოპერული კომპანიების მიერ დაუსრულებელი ბინების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის დრო.

სტუმარი: გელა ბარშოვი - საგადასახადო კონსულტანტი და აუდიტორული/საკონსულტაციო ფირმა „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი

Subscribe to our news

Get the main news of the day