Home
Category
TV Live Menu

დავით გარეჯის რეაბილიტაციისთვის 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯა

597afc4c74586
BM.GE
28.07.17 12:53
785
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1, 5 მლნ. ლარს აჭარბებს.

პროექტი ითვალისწინებდა სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადები მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო მომარაგების ქსელის, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

"პროექტის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ადგილზე დასაქმებული იყო 30 - მდე ადგილობრივი მოსახლე",- ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესრელიზში.

Subscribe to our news

Get the main news of the day