ხუდონჰესის პროექტის განხორციელებთან დაკავშირებით ხელისუფლება ინვესტორთან ერთად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს,- ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ განუცხადა.
მისი თქმით, გეგმაზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა, როდის დასრულდება და როდის მოხდება მისი პრეზენტაცია, უცნობია.
მირხულავა დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მხარეები კონკრეტიკისგან შორს არიან.
ბოლო განცხადება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით მინისტრის კანდიდატის რანგში კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელედეს, თუმცა, მას ახლავს გარკვეული პრობლემები და ეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდა გადაიჭრას.
მანამდე ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ ხუდონჰესის პროექტი კვლევის ფაზაზეა, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია მისი განხორციელება.
უკვე წლებია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ინვესტორსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პროექტის დაწყების ვდაები კვლავ უცნობი რჩება.
ელექტროსადგური ხაიშის თემში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს. მისი სიმძლავრე 704 მეგავატი ხოლო გამომუშავება წელიწადში 1,5 მილიარდი კვ/სთ იქნება.