Home
Category
TV Live Menu

დავით ნარმანია: ადგილზე ქაოტური ვითარება იყო და სხვა ლოკაციიდან ვახდენ კოორდინაციას

595953957c363
BM.GE
03.07.17 00:11
707
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელიავას ბაზრობის მეპატრონეებს ქონება სავარაუდოდ დაზღვეული არ ჰქონდათ. როგორც მერმა ტელეკომპანია პირველი ეთერში განაცხადა, ადგილზე იმყოფება მერის პირველი მოადგილე. ამასთან, ნარმანიას თქმით, ადგილზე ქაოტური ვითარების გამო, ის სხვა ლოკაციიდან უწევს კოორდინირებას ვითარებას.

„მერის პირველი მოადგილე და კურატორი არის ადგილზე, ადგილზე იყო გარკვეული ქაოტური ვითარება, მე არ ვიმყოფები ადგილზე. ადგილიდან პროცესების მართვა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ სხვა ადგილიდან ვახდენ გარკვეული საკითხების კოორდინაციას.

იდეალური სიტუაციაა როდესაც ბიზნესი დაზღვეულია, თუმცა ამ შემთხვავშიც არაა დაზღვეული ეს ბიზნესი, ცალსახად თქმა რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი არ შეიძლება, ამის თქმა გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day