დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მას შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი, რაც გამოძიება დასრულდება. როგორც თბილისის მერმა ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, იმის თქმა იკვეთება თუ არა ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, ამ ეტაპზე არ შეიძლება.
„ცალსახად თქმა ახლა იმისა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი, იმის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც გამოძიების შედეგები დაიდება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ბავშვთა სამყარო სხვა შემთხვევაა, იქ მხოლოდ ერთი ნაგებობა იყო.
მხოლოდ გამოძიების შემდეგ შეიძლება ითქვას, იკვეთება თუ არა "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით ბაზრობის მეპატრონეთა პასუხისგებლობა“, - განაცხადა ნარმანიამ.