Home
Category
TV Live Menu

დავით ნარმანიას განცხადებით, სატრანსპორტო და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელებმა თანამდებობები თავისი ნებით დატოვეს

57934fc37556c
BM.GE
23.07.16 15:00
953
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მთავრობის სატრანსპორტო და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელებმა თანამდებობები თავისი ნებით დატოვეს და სამუშაოდ კერძო სექტორში გადავიდნენ. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელობასთან აზრთა სხვადასხვაობა არ იყო.
 
"სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი გადავიდა კერძო უწყებაში, უკეთესი პირობებით და მისი ადგილი დაიკავა სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ.

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თავისით მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადავიდეს ასევე კერძო სამსახურში.

ჩვენ აზრთა სხვაობები არ გვქონია, იყო ზოერთი ობიექტები ან გადაწყვეტილებები, სადაც შეიძლება გვქონოდა განსხვავებული მოსაზრებები“, - განაცხადა ნარმანიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day