"დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტის განისაზღვრის შემთხვევაში ბიზნესს მოკლე დროში მოუწევს ბულღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება", - აცხადებს Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი, დავით პაპიაშვილი საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შეფასებისას. მისი თქმით, ავანსის გადახდის მომენტში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრის შესახებ ბიზნესი დროულად უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, რადგან მათ ძალიან მოკლე დროში მოუწევთ გადაეწყონ ახალ კანონმდებლობაზე.
"თუ ესტონურ მოდელზე გადასვლის პირობებში კომპანიებს ზედმეტი ფულის მასა უჩნდებოდათ, ახლა სადაც არის ავანსების ჩარიცხვის შემთხვევები, ასეთ ბიზნეს სექტორს გაუჩნდება ფულის გარკვეული დეფიციტი. გარდა ასეთი ეკონომიკური ეფექტისა, ამას აქვს თავისი ტექნიკური მხარე, თუ როგორ გადააწყონ ბუღალტრული აღრიცხვა ახალი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტის შევსებასთან არის კავშირში, რა თქმა უნდა ასეთი ეჭვები არსებობს", - აცხადებს დავით პაპიაშვილი.