"თქვენ ის კი არ უნდა გაინტერესებდეთ, სადმე იქნებ რამე სკანდალი დაიჭიროთ, ვერ დაიჭერთ ჩვენთან სკანდალს", - ასე უპასუხა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა "ბიზნესკონტრაქტის" შეკითხვას მის მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით.
"თქვენი ტელევიზიიდან, პირველიდან, შემოვიდა ჩვენთან წერილი, სადაც ერთ-ერთი ჟურნალისტი რაღაც ისეთი კითხვების სახით, ოღონდ ეს კითხვები დაკითხვას უფრო ჰგავდა და რეალობას ხშირ შემთხვევაში მოცილებული იყო და ჟურნალისტსა და სტრუქტურას შორის გადაცილებულ რეგლამენტს ცდებოდა. მე გთავაზობთ ასეთ რამეს: მე დავინახე, რომ ამის უკან ინტერესი კი არ არის, თუ რა კეთდება და როგორ კეთდება. ეს ჰგავდა პროკურორის მიერ დაბარებული ადამიანის დაკითხვას. არცერთ ასეთ კითხვას, მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ვუპასუხო, იმიტომ, რომ თქვენ არ გეყოფათ ადამიანური რესურსი წაიკითხოთ ის დიდი ინფორმაცია, რომელიც მაშინ მე თქვენ უნდა მოგაწოდოთ. ამიტომ მე მზად ვარ, ის ჟურნალისტი, რომელიც ასეთი ტონით, ასეთი გაბრაზებით თუ გამწარებით წერს ასეთ რაღაცას, რატომ არ ვიცი... ტონალობა წერილში ძალიან კარგად ჩანს, თქვენ, როგორც ჟურნალისტმა ეს უნდა იცოდეთ, როგორც საუბარში ჩანს, ისე წერილის შინაარსში ჩანს განწყობა. შესაბამისად, მე მზად ვარ არამარტო ამ ჟურნალისტთან, არამედ მის ხელმძღვანელობასთან, თვითონ ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან და ვინც არის დაინტერესებული ყველასთან, პირდაპირ ღია ეთერში დავჯდე და ყველა ამ კითხვას ვუპასუხო.
თქვენ ის კი არ უნდა გაინტერესებდეთ, სადმე იქნება რამე სკანდალი დაიჭიროთ. ვერ დაიჭერთ ჩვენთან სკანდალს.
მე ვთხოვ თქვენს ტელევიზიას, თუ კითხვები გააჩნიათ საპარტნიორო ფონდთან, ასე კი არა რაღაცა გაუგებარი წერილებით...ღია ეთერში ტელევიზიის ხელმძღვანელობა, ვინც პასუხს აგებს, რომ მასთან მუშაობენ ჟურნალისტები, რომლებსაც ეს განწყობა გააჩნია, დასხდნენ, დასვან კითხვა და მიიღონ პასუხი და ჩემს კითხვებასაც უპასუხონ“,- განაცხადა დავით საგანელიძემ.