Home
Category
TV Live Menu

დავით საგანელიძე: ერთ-ერთ ესპანურ კომპანიას რაჭაში წარმოების გადმოტანა სურს

58885a37827d2
სალომე მეცხვარიშვილი
25.01.17 11:54
997
ერთ-ერთ ესპანურ კომპანიას რაჭაში წარმოების გადმოტანა სურს, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნესთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ექნება ჩინეთთან, ევროპული კომპანიების მხრიდან გაჩნდა ინტერესი, საკუთარი წარმოება საქართველოში გადმოიტანონ,  "რადგან ყველას სურს ჩინეთის ბაზარზე შესვლა".

დავით საგანელიძის თქმით, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შემდეგაც ასევე დიდი დაინტერესებაა ჩინური კომპანიების მხრიდანაც, რომ წარმოება საქართველოში გადმოიტანონ.

Subscribe to our news

Get the main news of the day