Home
Category
TV Live Menu

დავით საგანელიძე: მზად ვართ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტომ სექტემბრიდან დაიწყოს მუშაობა

579218ac11bfb
BM.GE
22.07.16 16:57
1097
"ჩვენ მზად ვართ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტომ სექტემბრიდან მუშაობა დაიწყოს“, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღავნელმა დავით საგანელიძემ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა. მისი თქმით სააგენტოს კონცეფცია უკვე მზად არის და ის უახლოეს პერიოდში განსახილველად ეკონომიკურ საბჭოს გადაეცემა.

"სახელმწიფომ საექსპორტო პოტენციალის ზრდას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. საექსპორტო კომპანიებს რამდენიმე პრობლემა აქვთ: საბრუნავი კაპიტალი, კონსიგნაციაზე მიცემის პრობლემა, პროდუქტის გატანის დაზღვევა, პარტნიორის მოძებნა, ტრანსპორტირება და ა.შ. სახელმწიფოს მიზანია კომპანიებს ამ საკითხებში დაეხმაროს. პროგრამა გამზადებული გვაქვს და უახლოეს პერიოდში მისი განხილვა ეკონომიკურ საბჭოზე და შემდგომ მთავრობაზე მოხდება. თუ მთავრობამ დაამტკიცა, ჩვენ მზად ვართ რომ სექტემბრიდან ამ სააგენტომ დაიწყოს მუშაობას. ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, რათა მიიღოს პრაქტიკული დახმარება“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოზე საპარტნიორო ფონდი იტალიურ SACE-სთან ერთად მუშაობს. სააგენტოს შექმნა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაანონსდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day