Home
Category
TV Live Menu

დავით საგანელიძე: შეიძლება ვიფიქროთ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა გაჭიანურდა

583aa236bbc23
BM.GE
27.11.16 13:04
1004
"შეიძლება ვიფიქროთ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს შექმნა გაჭიანურდა", - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ ეთერში საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა სამუშაო პროცესი დასრულებულია და ის მთავრობასთანაც შეთანხმებულია. საგანელიძე იმედოვნებს, რომ სააგენტო მუშაობას რამდენიმე თვეში დაიწყებს.

"ეს სააგენტო ნამდვილად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თუმცა სააგენტოს შექმნას სჭირდება პარლამენტის მხრიდან კანონის მიღება, იმედი მაქვს ახალი პარლამენტი ამას სწრაფად გააკეთებს.

მიმაჩნია, რომ სააგენტო, რომელიც იქნება საპარტნიორო ფონდის ქვეშ ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ქვეყნისთვის, რადგან ბევრ კომპანიას აქვს რისკები პროდუქციის ექსპორტისას და ჩვენი ფონდი და სააგენტო მაქსიმალურად დავეხმარებით მათ თუნდაც რისკების დაზღვევის კუთხით“, - განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოზე საპარტნიორო ფონდი იტალიურ SACE-სთან ერთად მუშაობს. სააგენტოს შექმნა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაანონსდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day