Home
Category
TV Live Menu

დავით სერგეენკო "ჰუმანითი ჯორჯიაზე": უხარისხო მედიკამენტების ნაწილი შემოწმების შემდეგ გაყიდვიდან ამოვიღეთ

58ff50d7148d8
სალომე მეცხვარიშვილი
25.04.17 17:35
831
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, უხარისხო მედიკამენტების ნაწილი შემოწმების შემდეგ გაყიდვიდან ამოიღეს. ამის შესახებ სერგეენკომ "ჰუმანითი ჯორჯიას" მიერ შემოტანილი მედიკამენტების ხარიხის კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენი სტრატეგია იყო, გაგვეზარდა კონკურენცია ქართულ ბაზარზე, არამხოლოდ ერთი კომპანიისთვის, მათ შორის ჰუმანითსთვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვინც შემოგვთავაზებდა მაღალი ხარისხის და იაფიან მედიკამენტებს.

ჩვენ მრავალი კომპანიის მედიკამენტების სინჯებს ვუკეთებთ ანალიზს, როგორც ადგილზე ასევე, მათ შორის ბრემენის ლაბორატორიაში, მივიღეთ ნაწილზე დადებითი, ნაწილზე უარყოფითი პასუხები, რომლებიც დაექვემდებარა ამოღებას ქსელიდან",- აცხადებს სერგეენკო.

Subscribe to our news

Get the main news of the day