საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თამბაქოს შესახებ კანონთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება დაფუძნებული ყველაზე დიდ ღირებულებაზე - ადამიანის სიცოცხლეზე. ასე უპასუხა მინისტრმა „ბიზნესკონტრაქტის“ შეკითხვას, გაიზიარებს თუ არა ხელისუფლება ბიზნესის პრეტენზიებს, რომლებიც საზოგადოებრივი თავშესყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას და სიგარეტის რეკლამირების სრულ აკრძალვას ეწინააღმდეგებიან.
"აქ რეალურად სასწორის ერთ პინაზე არის ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მეორე მხარეს, რომელიმე თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი სარეკლამო კომპანიის შემოსავლები. საითკენ გადაიხრება გადაწყვეტილება, ალბათ გასაგებია...
თუ ვინმეს, კონკრეტულ სარეკლამო კომპანიას სურს, რომ ადამიანის სიცოცხლეზე მსჯელობა ციფრებში გადაიყვანოს, მე ამის გაკეთებაც შემიძლია. თუმცა, ვერანაირი ღირებულება, მათ შორის ერთი ან რამდენიმე კომპანიის ბიუჯეტში შეტანილი გადასახადი, დავუპურისპიროთ ყველაზე უფრო დიდ ღირებულებას, ადამიანის სიცოცხლეს, მემგონი ამაზე მსჯელობა ზედმეტი იქნება. მთავარი ამოცანაა, რომ ყველაფერი მოხდეს სწორად, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული",- აცხადებს დავით სერგეენკო.
OUTDOOR.GE: "თუკი სიგარეტის რეკლამირება აიკრძალება, ეს იქნება უდიდესი დარტყმა ჩვენი ბიზნესისთვის"