Home
Category
TV Live Menu

დავით უსუფაშვილი: ბოლო 4 წლის განმავლობაში, ბიზნესთან კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა

57f7a2eab5ff9
BM.GE
07.10.16 17:25
1075
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან სახელისუფლებო წარმომადგენელს სწორი და ჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდეს“, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხაადა. მისი თქმით, მას ბიზნესის მხრიდან ბევრი შენიშვნა და ინიციატივა არ მიუღია.

„ბიზნეს წრეებისგან მოვისმინე ეს სურვილი, რომ უფრო მჭიდრო კავშირში ვყოფილიყავით ერთმანეთთან. მაინც და მაინც ბევრი წინადადება, შენიშვნა თუ ინიციატივა არ მიმიღია. გაცილებით ინტენსიური იყო საკომიტეტო დინეზე ურთიერთობა. იქ, სადაც კანონები და პროექტები იხილება. მე არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს პიარ-აქციები გაემართა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად. ჩემი ტელეფონი, ჩემი კარი, მისაღები ყოველთვის ღია იყო ყველასთვის. ჩვენ არა ერთი კონკრეტული შეხვედრა გვქონდა, სადაც კონკრეტულ საკითხებს ვიხილავდით.

ვთვლი, რომ ამ 4 წლის განმავლობაში კომუნიკაციის დეფიციტი არ იყო, პირიქით ჩვენ ერთმანეთთან სწორი ურთიერთოობა დავამკვიდრეთ, რადგან მე მათთვის არ ვითვლებოდი ზემდგომად, რომელიც ვიღაცას დაუძახებდა და არ ვიყავი ისეთი ადამიანი, რომელტანაც სათქმელს ვერ მოიტანდნენ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day