Home
Category
TV Live Menu

"დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია სადაზღვევო კომპანიებთან, რათა მაქსიმალურად დავაზღვიოთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები"

5892ff86ebb42
BM.GE
02.02.17 13:43
1163
"ბავშვთა სამყაროს“ შენობის დაწვისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვას და მთავრობის მიერ დაზარალებულების დასახმარებლად კონკრეტული გეგმის შემუშავებას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.
მინისტრის განცხადებით, მთავრობამ აქტიური კომუნიკაცია დაიწყო სადაზღვევო კომპანიებთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს სამომავლოდ მცირე ბიზნესის წარმომადგენლების დაზღვევა.

"როგორც ფინანსთა სამინისტრო, ასევე მერია დეტალურად სწავლობს მდგომარეობას. პირველ რიგში უნდა მოხდეს აღრიცხვა და დაფიქსირება იმ ზარალის რაც არსებობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია სადაზღვევო კომპანიებთან, რათა შემდგომში მსგავსი მოვლენებისგან მაქსიმალურად დავაზღვიოთ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ინდ. მეწარმეები და კომპანიები. დღეს სურვილი, რომ მთავრობა ამ ხალხს რაიმე ფორმით დაეხმაროს, რა თქმა უნდა არსებობს. რა ფორმით იქნება ეს, - ამას დასჭირდება დაახლოებით 10 დღე, ორი კვირა", - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day