Bitfury Group-მა საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Covington-თან ერთად, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ბლოკჩეინის გლობალური ბიზნეს საბჭო წარადგინა. საბჭოს მიზანია მსოფლიოს წამყავანი კომპანიებისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გაცნობა და მისი გლობალური ადაპტაციის პროცესში დახმარება.
საბჭოს პირველი ღონისძიება დავოსში შედგა, რომელსაც კარლ ბილდტი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბჭო ბლოკჩეინის სისტემის დანერგვისთვის კერძო სექტორს ადვოკატირებას გაუწევს და შესაბამის წრეებს ერთმანეთთან დააკავშირებს.