Home
Category
TV Live Menu

დავოსში ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

587f148dbc695
მარიამ ადამია
18.01.17 11:06
1184
"რეაგირებადი და პასუხისმგებლიანი მმართველობა" - სწორედ ეს იქნება მიმდინარე წლის დავოსის ეკონომიკური ფორუმის თემა. ორგანიზატორთა განცხადებით, ფორუმზე მონაწილე დელეგატთა რაოდენობამ წელს რეკორდული რიცხვი შეადგინა, ანუ დაახლოებით 3000 მონაწილეა მსოფლიოს 90 ქვეყნიდან. ფორუმში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე გაერო-ს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ფორუმის ფარგლებში დაახლოებით 400 სესიაა ჩანიშნული და ის ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება, საბოლოოდ კი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს დასრულდება.

მიმდინარე წლის დავოსის ფორუმის მთავარ მოვლენად ჩინეთის პრეზიდენტის - სი ცზინპინის ვიზიტი სახელდება, რომელმაც გახსნა ღონისძება. 1979 წელის შემდეგ, ეს ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ასევე ერთ-ერთი მთავარი სტუმარია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეიც. ფორუმს წელს ასევე ესწრება კომპანია „ალიბაბას“ გენერალური დირექტორი ჯეკ მა და მილიარდერი ბილ გეიტსი. ტრადიციულად მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც უკვე ისაუბრა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე. რაც შეეხება ანგელა მერკელს, ის უკვე მეორე წელია უარს აცხადებს სტუმრობაზე და ასევე ფორუმში მონაწილეობას არ იღებს მონაწილეობას საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდიც.

2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მთავარი მიმართულებებია: გლობალური ურთიერთობების გადახალისება, მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლება, კაპიტალიზმის რეფორმირება და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია. ასევე განსახილველ თემებს შორის სახელდება, საფრანგეთსა და გერმანიაში მოახლოებული არჩევნები, უთანასწორობა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები. რაც შეეხება უშუალოდ დონალდ ტრამპს, ის არ ესწრება ფორუმს და არც თავისი წარმომადგენელი გაუგზავნია.

Subscribe to our news

Get the main news of the day