დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ე.წ. პრუდენციული ზედამხედველობიდან კონკრეტულად ბაზრის ქცევის რეგულირებაზე გადადის. დოკუმენტზე მუშაობა 2017 წლის დასაწყისში დასრულდა, აღნიშნული ცლილების პრაქტიკაში აღსრულება კი საქართველოს ბაზარზე წამროდგენილი კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის სავალდებულო იქნება.
როგორც ცვლილებათა დოკუმენტშია ნათქვამი მზღვეველის საბაზრო ქცევის მიმართ მოთხოვნების დაწესების მიზნებია: სადაზღვევო სექტორის მიმართ მომხმარებლის ნდობის გამყარება, მზღვეველის მიერ არამდგრადი და რეპუტაციული რისკების შემცველი ბიზნეს მოდელების გამოყენების პრევენცია და კეთილსინდისიერი კონკურენციის წახალისება. მოცემული ცვლილება ასევე სადაზღვევო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფრო უკეთ ინფორმირებას გულისხმობს, და შესაბამისად მთლიანად სადაზღვევო ინდუსტრიის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობასაც უზრუნველყოფს.
„ჩვენ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის დაფიქსირება საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებსაც ვთხოვეთ. აღნიშნული კოპანიები მიესალმებიან ნებისმიერ იმ ცვლილებას, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული, რადგან მათი განმარტებით კმაყოფილი და ლოიალური მომხმარებელი ისევ და ისევ მათი ბიზნესის წარმატების წინაპირობაა”, - აცხადებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსხურის იურიდიული სამმართველოს უფროსი ნინო ნიავაძე.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსხურის იურიდიული სამმართველოს უფროსის განმარტებით, სადაზღვევო კომპანიებმა მომხმარებელთა სამართლიანი მოპყრობის შიდა კონტროლის სისტემა უნდა შეიმუშაონ, აღნიშნული კი გულისხმობს კომპანიის შიგნით მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის შექმნას რომელიც შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელი ზომების გატარებას უზრუნველყოფს.
თავად ამ სამსახურების ზედამხედველობას უკვე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური განახორიცლებეს. ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში გარკვეული ფინანსური დანახარჯების არსებობისა და სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს სადაზღვევო კომპანია ალდაგის იურიდიული სამსახურის უფროსი, თუმცა ზოგადად ჯიპიაისა და ალდაგის წარმომადგენლებიც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან ახალი რეგულაციების შემოღების მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილი.
მოცემულ ეტაპზე აღნიშნულ ცვლილებათა ჩამონათვალს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახე მიეცემა და აპრილის შუა რიცხვებისთვის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ერთიანი დოკუმენტის სახით გამოქვეყნდება. სადაზღვევო კომპანიებს ამ მიმართულებით სტრუქტურული ცვლილებების განსახორციელებლად ორთვიანი მოსამზადებელი ვადა მიეცემათ. როგორც დღეს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს მიმდინარე წლის ბოლოსთვის სამსახურს უკვე შემუშავებული ექნება მომხარებელთა უფლებების დაცვის სრული მეთოდოლოგია , ხოლო 2018 წლის პირველი კვარტლიდან აღნიშნული სამსახური კონკრეტულად ზედამხედველობის განხორციელების პროცედურებს დაიწყებს სადაზღვევო კომპანიებსი მიმართ.