დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იოსებ გოგოლაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით სექტორი საქმის კურსშია. სავარაუდოდ დაწესდება ყოველთვიური მოსაკრებელი, რომლის დაფარვაც კომპანიებს მოუწევთ.
2016 წელს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ბიუჯეტი მილიონ 300 ათასი იყო. აღნიშნული თანხის დაფარვა საქართველოში მოქმედ 14 სადაზღვევო კომპანიას მოუწევს.
გუშინ მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება.