Home
Category
TV Live Menu

"დედაქალაქის განტვირთვისთის მინიმუმ 10 ათასი პარკინგის ადგილის შექმნაა საჭირო"

5a6820cb2d669
მაია ბიწაძე
24.01.18 10:00
828
დედაქალაქის განტვირთვისთის მინიმუმ 10 ათასი პარკინგის ადგილის შექმნაა საჭირო, რასაც დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია "ივერია მოტორსის” დამფუძნებელმა გიორგი ქიშმარიამ განუცხადა. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც დედაქალაქში პარკინგის თანამედროვე სისტემების მოწყობითაა დაინტერესებული.

"თბილისის მერიას „ივერია მოტორსმა“ მრავალსართულიანი პარკირების სისტემების მშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა, ეს არის მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების სისტემები, რომელიც სრულიად თანამედროვე და ავტომატიზირებულია, მათი მოწყობა ჩვენს მოსახლეობას და ტურისტებს მნიშვნელოვან კომფორტს შეუქმნის, რადგან მოწესრიგდება დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა, გაჩნდება თავისუფალი სივრცეები და ამით დაიზოგება ჩვენითვის ყველაზე ძვირფასი რამ, დრო“, - განაცხადა გიორგი ქიშმარიამ.

მისივე განმარტებით, ბაზრის შესწავლის მიზნით თბილისის მერიამ საერთაშორისო კონსალტინგურ კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers) - ს კვლევა დაუკვეთა, რაშიც ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა. კვლევის თანახმად თბილისში ათი ძირითადი ლოკაცია გამოვლინდა, სადაც პირველ ეტაპზე საჭიროა პარკინგის სისტემების მოწყობა. მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობა იგეგმება რკინიგზის სადგურის, მეტრო “მარჯანიშვილის“, ფილარმონიის, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, მეტრო „ისანთან“, „დინამოს“ სტადიონთან, ქალაქ თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, მეტრო „ვარკეთილთან“ და გეგეშიძის ბაღთან.

„კვლევის ჩატარების შემდეგ მერიას უნდა დაედო კონკრეტული პროექტი, რომელშიც გაწერილი იქნებოდა ყველა დეტალი თოთოეული ლოკაციის შესახებ და რომლის საფუძველზეც გამოაცხადდებოდა ტენდერი, რაშიც ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის ჩვენი კომპანიაც მიიღებდა მონაწილეობას”,- განუცხადა Bm.ge-ს გიორგი ქიშმარიამ.

როგორც "ივერია მოტორსის" დამფუძნებელი აცხადებს, კომპანია დაინტერესებულია პარკირების სისტემები ბათუმშიც მოაწყოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day