Home
Category
TV Live Menu

დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პირველი ნაწილი დასრულდა

573172482a8ac
დავით ჯალაღონია
10.05.16 09:29
1480
დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პირველი ნაწილი დასრულდა.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა განუცხადა, გენერალური გეგმის პირველი ნაწილის ფარგლებში ამჟამად, თბილისში განაშენიანების, სატრანსპორტო სისტემის, ეკოლოგიის და სხვა მიმართულებებით არსებული მდგომარეობის დაფიქსირება მოხდა.

"შექმნილია საბაზისო მონაცემები, ე.წ საყრდენი გეგმა, რომლის საფუძველზეც გენერალური გეგმის შემდეგი ეტაპების დამუშავება უნდა დაიწყოს. შემდეგი ეტაპები თავისთვად გულისხმობს კონცეფციის, პრინციპების, კონკრეტულად სატრანსპორტო სქემების, მოძრაობის, განაშენიანების, განთავსების, ზონირების, დემოგრაფიის და სხვა საკითხებს", - განაცხადა მოსულიშვილმა.

მისივე განმარტებით, გენერალური გეგმის შესასრულებლად გათვალისწინებული იყო 18 თვე და 12 თვე კიდევ დარჩა. შესაბამისად, საბოლოო დოკუმენტი მზად მომავალ წელს იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day