Home
Category
TV Live Menu

დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანა 2018 წლიდან იგეგმება

5a0a93ad5ab14
დავით ჯალაღონია
14.11.17 10:55
779
თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანა 2018 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ ხმალაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ის 700 ავტობუსი, რომელთა შეძენაც თბილისის მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო პერიოდში დააანონსა, წლების განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება.

„რა თქმა უნდა, მომავალი წლიდან იგეგმება. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გავაკეთეთ განცხადება, რომ 700 ახალი ავტობუსით უნდა შეივსოს დედაქალაქი. დღეს მხოლოდ 145 ახალი ავტობუსია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და შესაბამისად, დანარჩენი რაოდენობების შევსებაც განხორციელდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, ახალი ავტობუსების შემოსაყვანად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day