Home
Category
TV Live Menu

დეკემბერში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში წლიურად 23.3%-ით შემცირდა

589d73ac70a11
BM.GE
10.02.17 12:00
907
დეკემბერში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი საქართველოში წლიურად 23.3%-ით შემცირდა და კვტ.სთ.-ზე 4.2 აშშ ცენტი შეადგინა, რაც 35.2%-ით ნაკლებია თურქეთის საბაზრო ფასზე. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, საბაზრო ფასი თურქეთში გაიზარდა 12.6%-ით 2015 წლის დეკემბრის საკმაოდ დაბალი ბაზიდან (-24.5% წ/წ) და კვტ.სთ.-ზე 6.5 აშშ ცენტი შეადგინა. 2016 წლის დეკემბერში საბალანსო ბაზარზე მთლიანი ელექტროენერგიის 22% ივაჭრებოდა, დანარჩენი ვაჭრობა კი ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მოხდა.

2016 წელს ექსპლუატაციაში შესული ჰესების (164.9 მგვტ.) ჯამური გენერაცია 2017 წლის ჰიდრო გენერაციის დაახლოებით 5.7%-ს შეადგენს. დერეგულირებული ჰესების გამომუშავება უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა დეკემბრის თვეში (+27.5% წ/წ). ზრდის უდიდესი წილი მოდის 108 მგვტ.-იან დარიალჰესის გამომუშავებაზე, რომელმაც ნოემბრის თვიდან მოყოლებული 22.1 მლნ. კვტ.სთ.-ს მიაღწია, ხოლო 2017 წელს დაგეგმილი გამომუშავება 464.5 მლნ. კვტ.სთ.-ს შეადგენს.

2016 წელს ექსპლუატაციაში შესულ სადგურებს შორისაა დებედაჰესი (3.0 მგვტ.), შაქშაჰეთიჰესი (1.5 მგვტ.), მაქსანიაჰესი (0.5 მგვტ.) და საგურამოჰესი (4.4 მგვტ.).

ხელვაჩაურიჰესი (47.5 მგვტ.) ამჟამად ტესტირების რეჟიმშია და გენერაციის ლიცენზიას 2017 წელს აიღებს. თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ აშენებული ხელვაჩაურიჰესი არის კასკადის პირველი დასრულებული სადგური, რომელიც კირნათიჰესთან და ხელვაჩაური 2 ჰესთან ერთად (მათი მშენებლობა უახლოეს წლებში დასრულდება) ქსელს წლიურად დაახლოებით 512.7 მლნ. კვტ.სთ. ენერგიას მიაწოდებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day