მათი ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.4 პროცენტი მოდიოდა.
ყველაზე მეტი თანხა - 32.5 მილიონი ლარი - რუსეთიდან გადმოირიცხა, შემდეგ მოდის 11.1 მილიონი ლარით და საბერძნეთი 10.9 მილიონი ლარით.
2017 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.8 მლნ აშშ დოლარი (51.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.2 მლნ აშშ დოლარისა (48.3 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.