დემნა გვასალია 2016 წლის Fashion Awards-ის გამარჯვებულია. აღნიშნული ჯილდო საკმაოდ პრესტიჟულია და მას მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებს სხვადასხვა კატეგორიებში გადასცემენ, მათ შორის გამარჯვებული გახდა Gucci-იც.
გვასალიამ ჯილდო საერთაშორისო დიზაინერების კატეგორიაში მიიღო.
დაჯილდოვების ღონისძიება ლონდონში Royal Albert Hall-ში გაიმართა, რომელსაც 4000-ზე მეტი მიწვეული სტიმარი ესწრებოდა, მათ შორის იყო დევიდ ბექჰემი, Lady Gaga და ტომ ფორდი.