Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დეოლიგარქიზაცია უკრაინულად

BM.GE
12.10.22 12:31
161
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ანტიოლიგარქიული კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც უკრაინული მოდელის ანალოგს წარმოადგენს. კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირია. ოლიგარქად გამოცხადებისთვის ის ოთხიდან სამ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს.

კერძოდ, თუ პირი პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, შეუძლია მედიაზე გავლენის მოხდენა და აქტივების რაოდენობა 247 მილიონ ლარზე მეტია, შეიძლება ის ოლიგარქად ჩაითვალოს. დოკუმენტის თანახმად, უნდა შეიქმნას სპეციალური რეესტრი, სადაც ოლიგარქები შევლენ, ხოლო აღნიშნულ პირებს შემდეგ პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება შეეზღუდებათ. 

კიდევ ერთი შეზღუდვა სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესში მსხვილი აქტივების შესყიდვის აკრძალვაა. პირის ოლიგარქად ცნობის, შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს ენიჭება. 

რამდენად ერგება დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი საქართველოს და რამდენად ითვალისწინებს დოკუმენტი საქართველოს კონტექსტს.

სტუმრები: თამარ კორძაია - პარლამენტარი;
მიხეილ დაუშვილი - პარლამენტარი;

Subscribe to our news

Get the main news of the day