Home
Category
TV Live Menu

დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ბანკებს 13-14 მლნ ლარის შეტანა მოუწევთ

5a9969c44c72a
თელარა გელანტია
03.03.18 11:00
992
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, სააგენტოს უმთავრესი მიზანი აქტივების დაცულობა, დივერსიფიკაცია და მომგებიანობაა.

როგორც ძიძიკაშვილმა BM.ge-თან საუბრისას განაცხადა, პირველი წლების განმავლობაში ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტირებას მთლიანად სხვადასხვა ვადიანობის სახელმწიფო ობლიგაციებში განახორციელებენ.

"წელს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ბანკები 11-ჯერ განახორციელებენ შენატანს და ვვარაუდობთ, რომ ჯამში, ფონდში 13-დან 14 მლნ-მდე ლარის აკუმულირება მოხდება. მაგალითად, თებერვალში სადაზღვეო ფონდში განხორციელებულმა მთლიანმა შენატანებმა 1 მილიონ 188 ათასი ლარი შეადგინა. ბუნებრივია, შენატანები დინამიკიდან და სავალუტო კურსიდან გამომდინარე, ხან მოიმატებს, ხან - შემცირდება, თუმცა ვინაიდან დეპოზიტების მოცულობა დინამიურად იზრდება, ასევე იზრდება ეკონომიკა, ვფიქრობთ, თითო ანგარიშზე რიცხული თანხაც გაიზრდება", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day