Home
Category
TV Live Menu

"დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე არის პრინციპული საკითხები, რომელზეც შეთანხმება ვერ მოხდა"

575a7d4320a17
BM.GE
10.06.16 12:37
1197
საქართველოში 2018 წლიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი ფინანსთა სამინისტრომ უკვე მოამზადა, თუმცა კანონზე საკუთარი პოზიცია აქვს საქართველოს ბანკების ასოციაციას.
 
როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განმარტავს, "არის პრინციპული საკითხები, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა". მისი თქმით, კანონპროექტს მომავალი მოწვევის პარლამენტი განიხილავს და მასზე მსჯელობა გაგრძელდება. გვასალიას განცხადებით, კანონის საბოლოო სახეზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია.

"ის რომ კანონი უნდა იქნეს მიღებული ცალსახაა, მაგრამ მსჯელობა იქნება იმაზე როგორი ფორმით და როდიდან იქნება მიღებული.

ამაზე აჩქარება არ შეიძლება, ყოველთვის რთულია უკვე მიღებულ კანონპროექტზე ცვლილებების განხორციელება. ჯობია თავიდანვე იყოს ისეთი, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. მან ბაზარზე რაიმე ნეგატირი გავლენა არ უნდა შექმნას, საბანკო სექტორიც ამ ცვლილებას მიღებული უნდა დახვდეს", - განმარტავს გვასალია.

როგორც ცნობილია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფუნქციონირებისთვის დამოუკიდებელი ფონდი შეიქმნება. გვასალიას განცხადებით, ფონდის საბჭოს წევრები იქნებიან ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ორი წევრი, რომელსაც საბანკო სექტორი წარადგენს.

"ფონდის მართვა, როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო სექტროის მხრიდან უნდა მოხდეს. თანხების განკარგვა კი ეროვნული ბანკის მეშეობით მოხდება. 100 000-ანი დეპოზიტი, რომ იყოს იქიდან 5000 დაიზღვევა", - განაცხადა გვასალიამ.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე, როგორც ცნობილი ხდება დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში.

Subscribe to our news

Get the main news of the day