Home
Category
TV Live Menu

დეპუტატი: "არ არის გამორიცხული პარლამენტმა სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის შესახებ იმსჯელოს"

588f30812b744
BM.GE
30.01.17 16:22
1258
დეპუტატი ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა დღის წესრიგში სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების სავალდებულო დაზღვევის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ კობერიძემ "ბიზნესკონტრაქტის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ წუთში ეს დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, მხარეებთან გასაუბრების შედეგად, შესაძლებლია, რომ ამაზე მსჯელობა დაიწყოს.

დეპუტატის განმარტებით, დღევანდელმა შემთხვევამ „ბავშვთა სამყაროში“ აჩვენა, რომ დაზღვევის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ადგილებზე, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კარგად გაითავისოს ფართის გამქირავებელმაც და დამქირავებელმაც, რომ ასეთი ტიპის დაზღვევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არავინაა დაზღვეული მსგავსი ტიპის შემთხვევებისგან. როცა ბიზნეს მოლაპარაკება ხდება ფართის გაქირავების დროს, ორივე მხარემ ძალიან მწვავედ უნდა დააყენოს ეს საკითხები“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day