Home
Category
TV Live Menu

დეპუტატი: რუსთავში თიზ-ის შექმნით და ინვესტირებით ბიზნესმენები დაინტერესდნენ

58a1a775e7932
BM.GE
13.02.17 16:27
949
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეით გამოდის. პაატა მხეიძის განცხადებით, იდეით უკვე დაინტერესდა ორი ბიზნესმენი. კერძოდ, მხეიძის განცხადებით აღნიშნული ბიზნესმენები არიან მინდია მინდელი და ტარიელ შაქარიშვილი. ორივე იდეის ინვესტიცია ჯამში 60 მილიონს შეადგენს. დეპუტატი განმარტავს, რომ მათი დაინტერესების სფერო "ძვირფასი ფეროშენადნობების დამზადებას და ექსპორტს გულისხმობს".

"ერთი მათგანი საჭიროებს თანაინვესტირებას, მეორეს ჰყავს ინვესტორი, მხოლოდ ამ ეტაპზე მიდის საკითხების განხილვა, თუ რამდენად მოერგებიან პირობებს", - ამბობს დეპუტატი.

ცნობისთვის - მინდია მინდელი წლების განმავლობაში "რუსმეტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ტარიელ შაქარიშვილი კი  წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავში სხვადასხვა საწარმოებში, ის ასევე ახალი მემარჯვენეების წევრი იყო.

როგორც პაატა მხეიძე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას აცხადებს, რუსთავში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეის პრეზენტაცია გაიმართება სახელმწიფო უწყებებშიც.

„თიზის შესახებ კანონს ვიცნობ ფუნდამენტურად, ისეთი შენიშვნას რომ ამ პროექტზე უარს მათქმევინებს ვერ ვხედავ", - ამბობს მხეიძე.

რაც შეეხება თიზ-სთვის საჭირო ტერიტორიას მხეიძის განცხადებით, თიზის მოწყობა შესაძლებელია რუსთავში, ყოფილი "ქიმბოჭკოს“ ტერიტორიაზე, 64 ჰა მიწის ნაკვეთზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day