გერმანული Deutsche Bank-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ბანკის ფინანსებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ის სავსებით მყარია. ამ შინაარსის ელექტრონული ფოსტა ბანკის აღმასრულებელი დირექტორის სახელით 100 000 თანამშრომელს გაეგზავნა. ბანკის დირექტორმა ჯონ ქრაიანმა ელექტრონულ წერილში აღნიშნა, რომ ბანკი სპეკულაციის და ახალი ჭორების მსხვერპლი გახდა, რომელიც მისი აქციების ფასების დაცემას მოჰყვა.
ბანკის ხელმძღვანელი თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ გერმანული გიგანტი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის.
შეგახსენებთ, რომ ბანკის აქციები რამდენიმე დღის წინ 1983 წლის მინიმუმამდე დაეცა.