Home
Category
TV Live Menu

Deutsche Bank-ის აქციების ფასი 1983 წლის მინიმუმამდე დაეცა

57eba079b0468
BM.GE
28.09.16 17:10
1605
გერმანული Deutsche Bank-ის აქციები კლებას განაგრძობს. ორშაბათის ვაჭრობის შედეგად ბანკის აქციები 7,5%-ით 1983 წლის მინიმუმამდე დაეცა. სამშაბათის დილის მონაცემებით კი აქციები კიდევ 3%-ით დაეცა და ერთი აქციის ღირებულებამ 10,22 ევრო შეადგინა. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ბანკის აქციების ღირებულება 27,8 ევროს შეადგენდა.

აქციების ფასის დაცემა იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ბანკის ინვესტორებს პრეტენზიები აქვთ Deutsche Bank-ის „ფინანსურ ჯანმრთელობასთან“ დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ბანკს 14 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხოდ დატოვა კითხვა, არის თუ არა გერმანიის ხელისუფლება მზად დაეხმაროს ბანკს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day