Deutsche Bank-მა შესაძლოა თავისი ტრეიდერებისა და ბანკირების 90%-ს პრემიები მოუხსნას, - ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს New York Post.
2016 წლისთვის ბონუსს ბანკის თანამშრომლების მხოლოდ 10% მიიღებს, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება გადახდილი, თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბანკის გადაწყვეტილება შეიძლება კიდევ შეიცვალოს.
ოქტომბერში ცნობილი გახდა, ბანკი დამატებით 10 000 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს განიხილავს.
გასული წლის დეკემბერში Deutsche Bank-მა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მანიპულირების სარჩელთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწია. ბანკი დათანხმდა, რომ 3.1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდიდა და ამერიკელი მომხმარებელს 4.1 მილიარდი აშშ დოლარის საერთო მოცულობის ზარალს აუნაზღაურებდა.