Home
Category
TV Live Menu

Deutsche Bank-მა თანამშრომლებს WhatsApp-ის გამოყენება აუკრძალა

587b7125bd6e4
BM.GE
15.01.17 16:52
990
გერმანულმა Deutsche Bank-მა თანამშრომლებს თავიანთ კორპორატიულ ტელეფონებში მესინჯერების WhatsApp, Google Talk და iMessage გამოყენება აუკრძალა, - წერს Bloomberg.

აღნიშნული ქმედება დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილებისგან განსხვავებით, კომპანიის სერვერებზე არ ინახება.

"ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თქვენ ყოველდღიურ სამუშაოს შეცვლის და ამ დისკომფორტისთვის ძალიან ვწუხვართ. თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რათა Deutsche Bank-ის მარეგულირებელი და სამართლებრივი მოთხოვნები უზრუნველყოფილი იყოს ", - ნათქვამია თანამშრომლების მიმართ გაკეთებულ კომპანიის განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day